„ფარით ან ფარზე !“- სპარტანელების ამ მოწოდებას დღეს მთელი საბერძნეთი შეუერთდა

„ფარით ან ფარზე !“- სპარტანელების ამ მოწოდებას დღეს მთელი საბერძნეთი შეუერთდა

 ათენის და საბერძნეთის სხვა ქალაქების ქუჩები ცარიელია-ქვეყანაში მორიგი 48-საათიანი გაფიცვა დაიწყო.

ერთბაშად ორი პროფკავშირული ორგანიზაციის მოწოდებით, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სახელმწიფო დაწესებულებები, არ დადიან მატარებლები, აეროპორტებში რეისები არ სრულდება.  გაფიცვას ადვოკატები და მოსამართლეებიც შეუერთდნენ.

საბერძნეთის პარლამენტში ხვალ ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენა გაიმართება.

„ფარით ან ფარზე !“- სპარტანელების ამ უძველეს მოწოდებას დღეს თითქმის მთელი საბერძნეთი შეუერთდა.

„ჩვენ ვითხოვთ, რათა ჩვენი პარლამენტარებმა, რომლებიც ხალხმა აირჩია, კანონპროექტის დამტკიცებას ხმა არ მისცენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონპროექტს ხმას მაინც მისცემენ, გპირდებით, ეს სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს“,-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.