თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას განცხადებით, მართლმსაჯულება ძალიან მალე სრულიად დამოუკიდებელი გახდება. შესაბამისად, მისი თქმით, არცერთი მინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის არცერთი პირის გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში და ვინ – არა.
ალასანიას თქმით, ეს მართლმსაჯულების გადასაწყვეტია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დეფიციტი, რომელიც სამინისტროში დაგვხვდა, სასწრაფოდ შეივსოს. აქედან გამომდინარე, სწორედ საფინანსო სამსახურების მთავარი მოტივაცია არის, შეავსოს ეს დეფიციტი, რათა ჩვენმა ჯარმა ხარისხიანი საკვები მიირთვას და ა.შ. სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი შეშფოთება იმ დეფიციტთან დაკავშირებით, რაც დაგვხვდა. კონკრეტულ კანონდარღვევებს კი, კონკრეტული სამართალდამცველი სტრუქტურები შეისწავლიან. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი შედგეს. მართლმსაჯულება ძალიან მალე სრულიად დამოუკიდებელი გახდება. არცერთი მინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის არცერთი პირის გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში და ვინ – არა. ეს მართლმსაჯულების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ალასანიამ.