პარლამენტში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხვალიდან იწყება. ამის შესახებ for.ge-ს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტს ხვალ, რამდენიმე კომიტეტი განიხილავს, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ონოფრიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვებს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდე, ფინანსური დოკუმენტი შენიშვნების გათვალისწინების მიზნით, ისევ მთავრობას გადაეგზავნება და გადამუშავებული ვარიანტი შემდეგ პარლამენტს დაუბრუნდება. საკანონმდებლო ორგანომ კი, დოკუმენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, ანუ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.