პარტია "თავისუფალი საქართველოს“ წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის #15 დაწესებულებაში, სადაც 15 პატიმარმა პირი ამოიკერა და პროტესტის უმაღლეს ფორმას მიმართა, პროტესტის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ისინი ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, ძველი თანამშრომლები რატომღაც ისევ აღმოჩნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
თუმცა, უფლებადამცველის განცხადებით, ის ყველაზე მეტად გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ პატიმრების ის ნაწილი, რომელიც ბევრად უარეს პირობებშია და დახმარებას საჭიროებს, არ შიმშილობს და სამაგიეროდ , პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ ის პატიმრები, რომლებიც ახალ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
" ქსნის 15# დაწესებულება იყოფა სამ ნაწილას-ე . წ ძველი ზონა, ე. წ ბური-გაძლიერებული რეჟიმის ბანაკი და ქსნის #15 დაწესებულება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არანაირი პროტესტი ძველ დაწესებულებაში არ დაგვხვდა და სრული სიმშვიდეა, სამაგიეროდ ახალი დაწესებულების პატიმრები შიმშილობენ და გამოხატავენ პროტესტს. მიუხედავად იმის, რომ ძველ ზონაში უამრავი პრობლემებია და ეს განსაკუთრებით ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობას შეეხება. უამრავი პატიმარია ციროზით დაავადებული, არიან ტუბერკულოზით და გულსისხლძარღვთა დაავადებული პატიმრები, არიან ისეთებიც, ვისაც სასწრაფო და გადაუდებელი თუ გეგმიური ოპერაციები ესაჭიროებათ, თუმცა საპროტესტო აქცია იქ დაწყებული არ იყო. პატიმრები უბრალოდ გვეუბნებოდნენ, რა სჭირდებოდათ მათ და დახმარებას გვთხოვდნენ, ეს არის ფაქტი, რომელზეც ალბათ, მსჯელობა ღირს. კონტროლიორები, რომლებიც აქ მუშაობენ, როგორც ერთ, ისე მეორე ზონებში თავისუფლად მოძრაობენ, მაგრამ რატომღაც ძველი ზონის პატიმრები ამას უკიდურესი ფორმებით არ აპროტესტებენ. მე დღეს კიდევ ვაპირებ მოვინახულო პატიმრები და მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მეცოდინება ინფორმაცია", -აცხადებს ლორთქიფანიძე .