საქართველოს გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბაჩა ახალიას დღეს საღამოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაჰკითხავენ.
"საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება სამსახურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ამ გამოძიების ფარგლებში მე მაცნობა გამოძიების საპროცესო წარმომადგენელმა , რომ შეტყობინება გაეგზავნა ბატონ ბაჩანა ახალიას, რათა ის დღეს 20:30 საათზე გამოცხადდეს და მოწმის სახით ჩვენება მისცეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში", -განაცხადა კბილაშვილმა გამართულ ბრიფინგზე .
კბილაშვილის განცხადებით, ბაჩანა ახალია ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია.
შეგახსენებთ, საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა საქართველო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა. გუშინ ის მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც.