ამ კითხვით ევროპელებს ტრანსატლანტიკურმა ორგანიზაციამ „მარშალის ფონდმა“ მიმართა. აღმოჩნდა, რომ ევროპა ბარაკ ობამას ირჩევს და თანაც დიდი პროცენტით.
ყველაზე დიდი წარმატება ობამას საფრანგეთში გააჩნია. ფრანგების 89%-ი მოქმედი პრეზიდენტის გულშემატკივარია.
მით რომნი ევროპაში ნაკლებად უყვართ, ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებადაც იცნობენ, გარდა პოლონეთისა, სადაც რომნი ვიზიტით იმყოფებოდა. თუმცა პოლონელების 35%-ი მაინც ბარაკ ობამას უჭერს მხარს, რომნის კი მხოლოდ 15%-ი ერგო.
რუსეთში უმეტესად არ აინტერესებთ ვინ გაიმარჯვებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. „მარშალის ფონდის“ გამოკითხვების შედეგად, ობამა რუსების 27%-ს მოსწონს, რომნი კი მხოლოდ 15%-ს. უკრაინაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ისევ ობამას ისურვებდა.