უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს. „იმდენი ხანი გაგრძელდა ამ უბნებზე ხმების დათვლა, რომ ახალ ვერ გაარკვევ, ვინა რის გამარჯვებული ან სად იყო ფალსიფიკაცია“,-აღნიშნავენ ცესკო-ში.
არჩევნები კიევის 2 უბანზე, ჩერკასის 2 უბანზე და პერვომაიისკის უბნებზე დაინიშნება.
უკრაინის ოპოზიცია ამ შედეგებით უკმაყოფილოა. ისინი ვინიცკის ოლქის კიდევ ორ უბანზე ითხოვენ განმეორებითი არჩევნების დანიშვნას.
„იმ ოლქებში, სადაც ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა, იქ აუცილებლად მოვითხოვთ განმეორებითი არჩევნების დანიშვნას. აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რადგან ფაქტები გვაქვს“,-აღნიშნავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი არსენი იაცენიუკი.
ოპოზიციის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი უკარინის რადის უფლებამოსილებას არ სცნობენ.
ნატო უკმაყოფილოა უკრაინაში ჩატარებული არჩევნებით და აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა დემოკრატიული არჩევნები. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, „ეს არჩევნები უკრაინისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნა რასმუსენმა.