ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პატიმარ დავით ჯინჭარაძის ჩვენების საფუძველზე დავით საყვარელიძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ, ხაჭაპურიძემ დღეს from.ge - ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მივმართავ მთავარ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პარლამენტარ დავით საყვარელიძის მიმართ. ამ მოთხოვნას, ახლავს პატიმარ დავით ჯინჭარაძის განცხადება, რომელშიც იგი დეტალურად ასახავს, როგორ გამოსძალა დავით საყვარელიძემ და სხვა თანამდებობის პირებმა პოლიტპატიმარ ბესარიონ ხვინთელიანის საქმეზე მას 70 ათასი დოლარი ქრთამის სახით“, - განაცხადა საყვარელიძემ.
ხაჭაპურიძის თქმით, ამ საქმეში საყვარელიძის გარდა, რამდენიმე მოსამართლის, პოლიციელის, პროკურატურის მაღალჩინოსნებისა და ვანო მერაბიშვილის სიმამრის ბრალეულობაც იკვეთება.
ამ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.