მეწარმე მერაბ ტყეშელაშვილი ბაჩო ახალიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

მეწარმე მერაბ ტყეშელაშვილი ბაჩო ახალიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

მეწარმე მერაბ ტყეშელაშვილი ბაჩო ახალიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც დღეს for.ge -ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ტყეშელაშვილმა ბაჩო ახალიას სასჯელაღსრულების მინისტრობის პერიოდში გეგუთის პენიტენციური სისტემისგან დაკვეთა მიიღო.

მისი ინფორმაციით, ტყეშელაშვილს რკინის საწოლები უნდა დაემზადებინა, რისთვისაც მან ბაჩოა ახალიასა და შუამავალი ფირმის დახმარებით, ნისიად შეისყიდა შესაბამისი მასალა, ააწყო საწოლები და კოლონიაში წარადგინა.

ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად ამისა, მას შუამავალმა ფირმამ გაწეული მომსახურებისთვის თანხა არ გადაუხადა.

"ფირმის დირექტორი აცხადებს რომ გადასახდელი თანხა - 200 ათასი ლარი, გადმორიცხვის შემდეგ, ბაჩო ახალიამ მისი სეიფიდან გაიტაცა"- განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული საქმეზე გამოძიების დაწყებას 2 წელია მოითხოვს.

ხაჭაპურიძის თქმით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს დამნაშავე პირები და დადგეს ბაჩო ახალიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

"ბაჩო ახალია ალბათ არ ელოდა შალვა ხაჭაპურიძეს, მაგრამ მინდა იგი გავახარო და ამ დღეებში კიდევ წარვუდგენ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ განცხადებებს , ეს არის კონკრეტული ფაქტები, სადაც არსებობენ მოწმეები. სახეზეა მძიმე დანაშაულების ფაქტები და მტკიცებულებები " - განაცხადა ხაჭაპურიძემ.