დავით დარახველიძე: დევნილები, რომლებიც გაფართოების  ან ახალი ფართის დასაკუთრების მიზნით მოქმედებენ, უკან დაბრუნება მოუწევთ

დავით დარახველიძე: დევნილები, რომლებიც გაფართოების ან ახალი ფართის დასაკუთრების მიზნით მოქმედებენ, უკან დაბრუნება მოუწევთ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე  ლტოლვილების მხრიდან ბოლო თვეებში ფართების უკანონო დაკავებაზე საუბრობს.

დარახველიძის განცხადებით,  სხვადასხვა შენობებში შეჭრა  გარედან მართულია და მისივე თქმით,  არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ დევნილებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მართავენ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მან ბევრჯერ მოუწოდა დევნილებს აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი აერიდებინათ, მაგრამ დევნილებმა ყურად არ იღეს და ისინი ისევ განაგრძობენ ბინების მიტაცებას.

დარახველიძე ამბობს, რომ შეიქმნა კომისიები, რომლებმაც შეისწავლეს განვლილი დროის განმავლობაში ყველა ოჯახის მონაცემები,  მათი საჭიროებები და რიცხოვნობა.

„იმ ოჯახებს, რომლებსაც არ ეკუთვნით და შეიჭრნენ გაფართოების მიზნით ან ახალი ფართის დასაკუთრების მიზნით, მოუწევთ დაუბრუნდნენ თავიანთ არსებულ ფართებს, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ უკიდურესი მდგომარეობა და არსად წასასვლელი არ აქვთ სამინისტრო  ალტერნატიულ ფართს სთავაზობს“ - განაცხადა დარახველიძემ.