გიორგი გომიაშვილის პირველი პესონალური ფოტოგამოფენა ეროვნულ მუზეუმში

გიორგი გომიაშვილის პირველი პესონალური ფოტოგამოფენა ეროვნულ მუზეუმში

დღეს, 9 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გიორგი გომიაშვილის(1972-2012) პირველ პერსონალურ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი გომიაშვილის ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი ორმოცი ფოტო, რომელიც გამორჩეულად წარმოაჩენს თანამედროვე ფოტოგრაფიის, სხვადასხვა, სახვით ფორმას.

გიორგი გომიაშვილი 2006 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველი ქართველი წევრი იყო. ეს საზოგადოება ჯერ კიდევ 1934 წლიდან არსებობს და გამორჩეულ ფოტომოყვარულებს საკუთარი შემოქმედების განვითარებაში უწყობს ხელს.

გიორგი გომიაშვილის ფოტოები, სხვადასხვა, ჟანრშია წარმოდგენილი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თავისუფალ ფოტოგრაფიას და თემების ინტერპრეტირებას. მის ნამუშევრებს გრაფიკული იერი დასდევს, რაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში, ერთ-ერთი, ტენდენციაა და რომლითაც ბევრი მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე ფოტოგრაფია დაინტერესებული.

ფართო საზოგადოება გაეცნობა გიოგი გომიაშვილის მიერ შექმნილ გრაფიკულ ფოტოებს და თავისუფალი სტილის და ჟანრის ნამუშევრებს, რაც უახლესი სახელოვნებო პროცესის, ერთ-ერთი, აუცილებელი პირობაა.

გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.