პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რატი რეხვიაშვილის დედა - მარინა ქებაძე ციხეში მისი შვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და გლდანის N8 საპყრობილის ყოფილ ზედამხედველს ვლადიმერ ბედუკაძეს ადანაშაულებს.
ქებაძე იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებიც მის შვილზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ და აწამებდნენ.
პატიმარი რატი რეხვიაშვილი 2009 წელს პოლიციელის მკვლელობაში დაადანაშაულეს და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მარინა ქებაძემ ვანო მერაბიშვილის და ვლადიმერ ბედუკაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.
„რატი რეხვიაშვილს მაღალჩინოსანი თვითონ ბედუკაძე სასტიკად აწამებდა, თუკი შეიძლება წამების რაიმე ხერხი ადამიანის გონებამ მოიგონოს“, - აცხადებს პატიმრის დედა.
ქებაძე აღნიშნავ, რომ პატიმართან ციხეში ხშირად შედიოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც მიმართავდა პატიმარს სიტყვებით: „სანამ ბოლომდე არ დაგძირავთ მანამდე არ მოგეშვებითო“.
ქალბატონი მოითხოვს, რომ გამოვლენილ იქნას ის საკითხები, თუ რატომ ხდებოდა პატიმრების უმიზეზოდ წამება და მათი უფლებების შელახვა.