2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, კანცელარიის, პარლამენტისა და სდსს  დაფინანსება იზრდება

2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, კანცელარიის, პარლამენტისა და სდსს დაფინანსება იზრდება

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე  გამოქვეყნებული 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) დაფინანსება 47 000 000-იდან 53 500 000 ლარამდე იზრდება,  10 000 000-დან 13 650 000 მილიონამდე მოიმატებს საქართველოს მთავრობის კანცელარიისთვის განკუთვნილი თანხები, საქართველოს პარლამენტსა და მასთან არსებული ორგანიზაციებს 39 127 000 ლარის ნაცვლად, 39 809 000 ლარი გამოეყოფათ, ხოლო საკანონმდებლო საქმიანობაზე მილიონი ლარით მეტი, 33 900 700 ლარი დაიხარჯება.

გაზრდილია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება და ის 7 104 000-ის ნაცვლად 7 200 000 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტს, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა, საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას განიხილავს.