უფლებადამცველი და ციხეში მონიტორინგის ჯგუფის წევრის გია თევზაძის განცხადებით, ქუთაისის #2 დაწესებულებაშიც შიმშილობენ პატიმრები და მათი მოთხოვნები საფუძვლიანია.
„შიმშილობს 11 ადამიანი: ნავროზაშვილი ირაკლი, გაბაიძე ირაკლი, პაპიძე გიორგი, ვაშაკიძე გიორგი, კახნიაშვილი ლევანი, კანდელაკი პაატა, გოგუა რომანი, კუჭუხიძე ზურაბი, სუხიშვილი გელა, თაბაგარი თენგიზი და თაბაგარი ნუგზარი.
მათი ძირითადი მოთხოვნებია, რომ ჰქონდეთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ბევრი მათგანი მძიმედაა დაავადებული, მათ შორის ერთი შიდსის მძიმე ფორმითაა დაავადებული. პატიმრები მოითხოვენ მოხდეს სასჯელის გადავადება, ასევე ითხოვენ გრძელვადიანი პაემნების ამოქმედებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მათგანი მძიმედაა დაავადებული და მათ განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, ითხოვენ ხილის და სახლის თაფლის შეგზავნას. პატიმრების განცხადებით, მათ რამდენიმე დღის წინ შეუტანეს ტელევიზორი, თუმცა ანტენა არ მუშაობს. საკნებში იატაკი ქვისაა და პატიმრები ცივდებიან, არის ნესტიც. 2011 წლის 9 სექტემბერს იყო შესული სპეცრაზმი, სცემეს 20 ადამიანი, რომელთაც ადმინისტრაციული სასჯელი დაუმატეს და ისინი ამ სასჯელის მოხსნას სთხოვენ სოზარ სუბარს, შესაბამისად მის სახელზე წერილიც გამოაგზავნეს“,-აცხადებს გია თევზაძე From.ge-სთან საუბარში.