ამერიკაში  პირველი საარჩევნო ყუთები გაიხსნა

ამერიკაში პირველი საარჩევნო ყუთები გაიხსნა

 ამერიკაში ხმის მიცემა პირველად ნიუ-გემპშირის შტატის ქალაქ დისკვილ ნოტში დაიწყეს, რომელიც ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარეობს. ეს პატარა სათხილამურო კურორტია, რომლის მცხოვრებლებიც 150 კაცს შეადგენენ. ეს ტრადიცია ქალაქის მაცხოვრებლებმა გასული წლის 60-იან წლებში დაამკვიდრეს. შუაღამის გადასვლის შემდეგ, დროში განსხვავებისგან გამომდინარე, მათ ხმის მიცემა უკვე შუაღამის შემდეგ შეუძლიათ. ყველაზე ბოლოს კი საარჩევნო ყუთები ალიასკის შტატში დაიხურება. ამ დროს თბილისში დილის 11 საათი იქნება.

ალბათ ამ დროისთვის, ეგზითპოლის შედეგები უკვე ცნობილი იქნება, მსოფლიო საზოგადოებას  განსაკუთრებით, ოჰაიოს, მიჩიგანის და ფლორიდის შტატების შედეგები აინტერესებს, რადგან ბოლო დღემდე ამ შტატებში პოლიტიკური მიმართულება გადაწყვეტილი არ იყო.