ერაყში სამხედრო ბაზასთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია შვიდი ადამიანი, 15-მა ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
ავტომობილი სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც სამხედროები ბაზას ტოვებდნენ.
ერაყის სამართალდამცავების ინფორმაციით, ტერაქტის მსხვერპლთა შორის სამი ჯარისკაცია.
ჯერჯერობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.