Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელმაც ბიზნესმენ ნილ ჰეივუდის მკვლელობის საქმე გამოიძია, ბრიტანელი ბიზნესმენი ჰეივუდი ბრიტანეთის დაზვერვასთან მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული.
ნილ ჰეივუდი გასული წლის ნოემბერში მოკლეს. ჰეივუდს მჭირდო კავშირები ჰქონდა ჩინელ მძლავრ პოლიტიკოსთან ბო სილაისთან. ჰეივუდის მკვლელობის საქმე, რომელიც ქალაქგარეთ ერთ-ერთ სასტუმროში მოკლეს, ბო სილაის ცოლს გუ კაელაის დაბრალდა.
2012 წლის აგვისტოში კაელაი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა შემდგომ სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს. ჩინეთში საუბრობენ, რომ გუ კაელაის ბიზნესმენი არ მოუკლავს და ეს საქმე მას სპეციალურად დააბრალეს, რადგან ბო სილაი სულ მალე კომპარტიის ხელმძღვანელად უნდა აერჩიათ და ეს ვიღაცას ჩინეთში ძალიან არ აწყობდა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჰეივუდის მეგობრები აცხადებენ, რომ ბრიტანულ დაზვერვას ბიზნესმენი ჩინელი პარტიული მოღვაწეების შესახებ ინფორმაციებს პერმანენტულად გადასცემდა, ბო სილაის შესახებაც გადასცა ინფორმაცია, თუმცა ეს სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
„რატომ არ დაინტერესდა ბრიტანეთი საკუთარი ბიზნესმენის მკვლელობის საქმით, მითუმეტეს, რომ ამ საქმეში საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსის მეუღლე გახლდათ ჩარეული და რატომ არ მოითხოვა მკვლელობის საქმის გამოძიება დეტალურად, როცა დღემდე ამ საქმეში მრავალი ბუნდოვანება არსებობს?“,-კითხულობა ამერიკული გამოცემა.