ბულგარეთის პატრიარქი გარდაიცვალა

ბულგარეთის პატრიარქი გარდაიცვალა

ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი მაქსიმი 99 წლის ასაკში ბულგარეთში, სოფიაში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის სახელმწიფო საავადმყოფოში „ლოზენეცში“ მკურნალობდა.

1950 წელს არქიმანდარატი მაქსიმი მოსკოვში, ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მან იქ ექვსი წელი იმსახურა.

1971 წელს უწმინდესი ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად აირჩიეს.

დღეისთვის ბულგარეთში დაახლოებით 6 000 0000 ადამიანი შეადგენს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.