რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი გაათავისუფლა და მის ადგილას სერგეი შოიგუ დანიშნა.
სერგეი შოიგუს ბოლო დღემდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორის პოსტი ეკავა.
კრემლში პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გაკვირვება არ გამოუწვევია. ოქტომბრის ბოლოს ერთბაშად ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თავდაცვის სამინისტროში. საქმე ეხება მიწებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ღია სააქციო საზოგადოება „ობორონსერვიზთან“ დაკავშირებულ მაქინაციებს. ზარალი დაახლოებით 3 მილიარდ რუბლს შეადგენს.
„ვითვალისწინებ რა, თავდაცვის სამინისიტროსთან არსებულ სიტუაციას, იმისთვის რომ შევქმნათ გარემო ობიექტური გამოძიებისთვის და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, მივიღე გადაწყვეტილება მინისტრის თანამდებობიდან გავათავისუფლო ანატოლი სერდიუკოვი“,-განაცხადა პუტინმა.