უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, პარტიის „ბატკივშინას“ წევრებმა ცესკო-ს შენობის წინ კარვები გაშალეს და უვადო საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები უკრაინაში გაყალბდა და მაჟორიტარულ ოლქებში ხმების ხელახალ გადათვლას მოითხოვენ, რადგან მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი გაყალბება იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ მხრიდან სწორედ აქ მოხდა.
წუხელ სპეცნაზი შეეცადა მომიტინგეების და „კარვების ქალაქის“ დაშლას ცესკო-ს წინ მოედანზე, თუმცა რაოდენობრივად მომიტინგეები საკმაოდ ბევრნი აღმოჩნდნენ და სპეცრაზმაც უკან დაიხია. ამ წუთებში მოედანზე „კარვების ქალაქში“ ასობით ოპოზიციონერი რჩება