პრინც ჰარის სტრიპტიზის სანაცვლოდ 100 000 შესთავაზეს

პრინც ჰარის სტრიპტიზის სანაცვლოდ 100 000 შესთავაზეს

მსოფლიო საზოგადოება ვერაფრით ივიწყებს პრინცი ჰარის „ლას-ვეგასურ თავგადასავლებს“. ამჯერად ინტერესს სამეფო ოჯახის მიმართ ამერიკელი პროდიუსერი იჩენს, რომელიც პრინც ჰარის მის სტრიპტიზ შოუში მონაწილეობის სანაცვლოდ მრგვალ თანხას 100 000 გირვანქა სტერლინგს სავაზობს.

დევიდ კინგი ლას-ვეგასში ცნობილი სტრიპტიზ შოუს  „Shades of Temptation“-ის პროდიუსერია. მისი განცხადებით, ჰარის შოუში მიწვევა, განაპირობა პრინცის „შიშველი“ ფოტოების სკანდალურმა ისტორიამ: „ამ ზაფხულს პრინცმა ჰარიმ დაამტკიცა, რომ  ნამდვილი ფლეიბოია, მეც ვიფიქრე, ის, ყველაზე უკეთ მოუხდება ჩემი შოუს მთავარ როლს. დავწერე ოფიციალური წერილი სასახლის კარზე და ჰარი სცენაზე მოვიწვიე. ეს ხუმრობა არ არის, ეს სერიოზული წინადადებაა“- ამბობს დევიდ კინგი.

 შეგახსენებთ, ამ თვის აგვისტოში  პრინცი ჰარი, რომელიც ლას-ვეგასში მეგობრებთან ერთად  „თავაშვებული“ ისვენებდა,  გართობისა და მხიარულების „შიშველმა“ ფოტოებმა დიდ სკანდალში გახვია.