მაია ფანჯიკიძე საბერძნეთის ელჩს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე საბერძნეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ახლადდანიშნული მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ელეფტერიოს პროიოსისს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მან წარმატებები უსურვა მინისტრს მომავალ საქმიანობაში“, - აცხადებენ მაია ფანჯიკიძის უწყებაში.