ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაფინანსება ეზრდება.
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაფინანსება 10,874.2 ლარი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, 11,000.0 ლარი იქნება.
ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 48,385.0 ლარიდან 42,000.0 ლარამდე მცირდება.