ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს მიმართვას უგზავნის. ბიძინა ივანიშვილი გაფიცულ მაღაროელებს პირდება, რომ მთავრობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან ინტენსიურ კონსულტაციებს გამართავს, მათი მოთოვნები კი, დაახლოებით ორ თვეში შესრულდება.
ივანიშვილის მიმართვა მაღაროელებს პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა გააცნო.
მან გაფიცულებს მოუწოდა შეიქმნას 4 კაციანი კომისია, რომელიც როგორც მთავრობასთან ასევე კომპანიის ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლებს კონსულტაციების დროს ითანამშრომლებს.
გია ჟორჟოლიანი „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასაც შეხვდა.
„ეს კომისია იმუშავებს ძალიან ინტენსიურად და ვფიქრობ, მაქსიმალურად შესაძლებელია, რომ ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც უზრუნველყოფს ღირსეულ პირობებს, ჩვენი მუშა- მოსამსახურეების ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობისთის“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.