სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთი მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს და კომისიის წევრებს გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან.
რადიო ჰერეთი მედიით გავრცელებულ ირაკლი ჩიქოვანის ფარულ ჩანაწერს ეხმიანება და აღნიშნავს რომ საქმე ეხება დამოუკიდებელ ბიზნესში უხეშ ჩარევას.
აღნიშნული ფარული ჩანაწერებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სამაუწყებლო სიხშიირეების გაცემა საქართველოში ხდებოდა გარიგებებით. სწორედ იმის შედეგია, რომ რადიო “ჰერეთს” დღემდე არ აქვს რადიომაუწყებლობის განხორციელების უფლება დედაქალაქში.
რადიო ჰერეთი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, როდესაც თბილისში მაუწყებლობის უფლება კანონის უხეში დარღვევით შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა.
რადიო ჰერეთი მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიიღოს აღნიშნული გარემოებები და ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს ხვალ 7 ნოემბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე