პარლამენტში უმცირესობის ინიციატივის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში უმცირესობის ინიციატივის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საგამოძიებო და დროებით კომისიების თავმჯდომარეებად უმცირესობის წარმომადგენლების დანიშვნის საკითხს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 სხდომაზე უმცირესობის ინიციატივა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა წარადგინა და ამ წუთებში, პროექტთან დაკავშირებით კუბლაშვილს კანონმდებლები კითხვებს უსვამენ.

 უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე დაინტერესდა ძველი ხელისუფლების მიერ განხორციელებული დარღვევებიისევ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გამოიძიოს თუ არა.

 "დამისახელეთ ისეთი პრეცედენტი , სადაც ქვეყანა, რომელიც ერთმა ძალამ დაანგრია, უკანონო ქმედებები ისევ იმ ძალას გამოეძიოს", - მიმართა კუბლაშვილს კითხვით გუჯაბიძემ.

 გუჯაბიძეს აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა და ოპონენტებს მოუწოდა 90 -იანი წლების ტერმინოლოგიით ნუ ისაუბრებენ .

 საკითხის განხილვაში, უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძეც ჩაერთო და განაცხადა , რომ - როგორ უნდა დაუჭიროს მხარი კომისიის თავმჯდომარედ ოპოზიციონერის დანიშვნას.

 "როცა აქედან გავალ, იმ ადამიანებს ვინც სამართლიანობას ითხოვს, ადეიშვილის დანაშაულზე რა ვუთხრა?", - დასძინა მან.

 მიროტაძის განცხადებას ხმაური მოჰყვა და უმცირესობამ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მოითხოვა.

 სხდომაზე დეპუტატი კარლო კოპალიანი დაინტერესდა კომისია 26 მაისის მოვლენებს თუ გამოიძიებს.

 გამოსვლისას , უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი დაინტერესდა თუ ვინ უნდა გამოიძიოს აუდიტის სამსახურის ძველი საქმიანობა.

 მოგელაძისა და ბეჟაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, შეიძლება კითხვები გაგვიჩნდეს და ეს საკითხი, ისევ ბეჟაშვილმა უნდა გამოიძიოს? ახალაიამ სამეგრელოში არსებული უკანონობა უნდა გამოიძიოს? კახეთში არსებული ვითარება ღვინიაშვილმა? ის თუ რა დარღვევებია სასამართლოებში, კუბლაშვილმა უნდა გამოიძიოს?", - დასძინა მან.

 აკაკი ბობოხიძემ ოპონენტები გააფრთხილა ტონით ნუ საუბრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ტონიან საუბარს მიიღებენ.

 სხდომაზე უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე კი, დაინტერესდა, რომ კომისია პოლიტიკური დევნისთვის იქმნება თუ არის თუ სამართლიანი გამოძიებისთვის .