ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს საპატრიარქოს 2013 წლის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საპატრიარქოს ბიუჯეტი 22.8 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა.
ცნობისთვის, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გუშინ შევიდა. მას საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს.