ბრედ პიტის ახალი პროფესია

ბრედ პიტის ახალი პროფესია

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი თაყვანისმცემლების წინაშე ავეჯის დიზაინერის,  ამპლუაში ჩნდება. ის და მისი პარტნიორი ფრანკო პოლარო, 13-დან 15 ნოემბრამდე, ნიუ-იორკში,  წარმოადგენენ ავეჯის კოლექციას სახელწოდებით,  „პიტ-პოლარო“. (PITT-POLLARO )

კოლექციის 12 ნივთი ბრედის ესკიზების მიხედვით შეიქმნა, მათ შორისაა, სავარძლები, ჟურნალის მაგიდა, სკამები და ა.შ.

პიტი Architectural Digest-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ესკიზები ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰქონდა შექმნილი. „ჩემი შთაგონების წყარო  ჩარლზ რენი მაკინტოშისა და ფრენკ ლოიდ რაიტის ნამუშევრები გახდა. ვესწრებოდი გაკვეთილებს,  ბიბლიოთეკაში ვეძებდი დამატებით მასალებს და ახალ იდეებს ქაღალდზე ფანქრით ვინიშნავდი. მონახაზებს ვაკეთებდი და იმედი მქონდა, რომ ოდესმე ჩანაფიქრს განვახორციელებდი“-ამბობს მსახიობი.

რაც შეეხება, პოლაროსა და მის საერთო პროექტს, იდეა ანჯელინასა და ბრედის სახლში დაიბადა. ერთხელ პოლარო მათთან იმყოფებოდა სტუმრად, ბრედმა თავისი ნამუშევრები აჩვენა. პოლაროს ისინი ძალიან მოეწონა და ბრედს შესთავაზა, იდეა რეალობაში განეხორციელებინა, „ეს ძალიან საინტერესო და სახალისო  იქნება“- დაეთანხმა ბრედიც და ასე დაიბადა საერთო პროექტი, მასზე მუშაობა კი მალევე დაიწყო.

ბრედ პიტისა და ფანკო პოლაროს შექმნილი საერთო ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ კოპმანიის ოფიციალურ გვერდზე: http://www.pitt-pollaro.com/