ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდე შემცირდა, ხოლო უცვლელი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი და ის ისევ 50 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, გადაიხედა სამინისტროების ბიუჯეტები და შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც.
ბიუჯეტის პროექტს, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა, საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას განიხილავს.