რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პოლონური დამკრძალავი ბიურო რეკლამის განსაკუთრებით ეფექტურ სახეს მიმართავს. „ლინდნერის დამკრძალავი ბიურო“ უკვე მეოთხე წელია ეროტიულ კალენდარს უშვებს, სადაც კლიენტების მოზიდვის მიზნით კუბოსთან სექსუალურ მოდელები პოზირებენ. როგორც ბიუროს წარმომადგენლები ამბობენ ამ მეთოდმა გაამართლა.
უკვე გამოვიდა კალენდრის 2013 წლის ნომერი. ახალ ფოტოსესიაში კუბოები სიცარიელის, კოსმოსის, ხშირი ტყეებისა და ჩაძირული „ტიტანიკის“ ფონზეა გადაღებული. კალენდრის მარტის ფოტოზე, გამოსახულია შიშველი ქერათმიანი მოდელი ვაშლითა და მახრჩობელათი, ხოლო ნოემბრის ნომერში, კუბოში მწოლიარე ლამაზმანს ხელში გული უჭირავს.
მსგავსი კალენდრის შექმნის იდეა, ბიუროს ხელმძღვანელს დომინიკ ლინდნერსა და მის ვაჟს ეკუთვნით, რომლებიც შთაგონებული იყვნენ სალვადორ დალისა და ჟოან მიროს შემოქმედებით. დომინიკი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ სასახლეები, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ავეჯის პოზიციაშია, სიკვდილი კი, მისი აზრით, ქალთან ძალიან ახლოსაა, ისნი ისევე იპყრობენ მამაკაცებს, როგორც სიკვდილი.
ლინდნერის დამკრძალავი ბიუროთი უკმაყოფილება უკვე გამოთქვა პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიურო არ აპირებს ამ სარეკლამო ხრიკს თავი დაანებოს, უფრო მეტიც, ისინი ამაყად აცხადებენ, რომ ამ რეკლამის წყალობით ბიზნესი გაფართოვდა და რამდენიმე სასახლე პოლონეთის საზღვრებს გარეთაც გაიყიდა.