სოსო ცინცაძე: ახალაია იძულებული და მოვალეცაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

სოსო ცინცაძე: ახალაია იძულებული და მოვალეცაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, გარკვეული დროის შემდეგ,  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ქვეყანაში ჩამოსვლა იმის დასტურია, რომ ის მზადაა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

ცინცაძის განცხადებით, რაკი ახალაია ქვეყანაშია, ის იძულებული და მოვალეცაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუმცა რამდენად გულწრფელი იქნება, ამაზე პოლიტოლოგის თქმით, პასუხის გაცემა რთულია.

როგორც ცინცაძე from.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ  გადაწყვეტილი აქვს დარჩეს პარტიად, რომელიც შემდეგ არჩევნებში  მიიღებს  მონაწილეობას და იფუნქციონირებს,  რა საკვირველია,  ეს ნაბიჯი უნდა გადაედგათ და  მძიმე ტვირთი უნდა მოიშორონ.

„ახალაია, ხომ  „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი არაა, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე  კითხვები ისმის გენერალური პროკურორის და  იუსტიციის მინისტრის მისამართით,  ესენი  პარტიის ელიტა არიან, რომლებიც ან უნდა გამართლდნენ ან  სასჯელი უნდა მოიხადონ. სხვანაირად „ნაციონალურ მოძრაობას“  უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება. აქ საკითხი მის სიცოცხლის უნარიანობას ეხება,  ამიტომ თუ ვინმეს აწყობს მათი  ქვეყანაში ჩამოსვლა  და გამართლება, თუ ეს შესაძლებელია პირველ რიგში,  ეს „ნაციონალურ მოძრაობას“  უნდა აწყობდეს.  სხვანაირად არ შეიძლება პარტიამ იარსებოს,  რომლის 4- 5 აქტიური, უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრი  სისხლის სამართლის დანაშაულშია  ეჭვმიტანილი. ამიტომ ბუნებრივია,  ეს პროცესი,  რომელიც დაიწყო გაგრძელდება და  ვფიქრობ,  ყოფილი მთავრობის სხვა  ხელმძღვანელი პირებიც ჩამოვლენ, რათა თავი იმართლონ. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, - განაცხადა ცინცაძემ.