ამერიკაში არჩევნები ნაკიანი წლის ნოემბრის თვის პირველივე სამშაბათს 1845 წლიდან ტარდება. სამშაბათი აირჩა იმიტომ, რომ ტაძრებში წირვა-ლოცვები უკვე დასრულებული იყო, ხოლოს ასეული წლის წინათ, ოთხშაბათი დღე ამერიკაში ბაზრის დღედ ითვლებოდა- ფერმერებს საკუთარი პროდუქცია ქალაქების ცენტრალურ მოედანზე ჩამოჰქონდათ.
ამერიკაში არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. არჩევნები არაპირდაპირია: ამერიკელები ფორმალურად აძლევენ ხმას პრეზიდენტის იმ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც ამომრჩეველთა კოლეგიას შეადგენენ. ეს კოლეგია თავის მხრივ-17 დეკემბერს აირჩევს რომელიმე კანდიდატს.
არჩევნების ეს ორსაფეხურიანი პროცედურული სისტემა გამოწვეულია იმით, რომ ამერიკა ფედერალური სახელმწიფოა და ამერიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობას განსაზღვრავს შტატების რაოდენობა და არა ამომრჩეველთა ხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან თუ ამომრჩეველთა ხმებით მოხდებოდა პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენა, მაშინ მხოლოდ ნიუ-იორკის და კალიფორნიის შტატები იქნებოდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად , სადაც 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პატარა შტატების- დელავერის , როი-აილენდის და კიდევ რამდენიმე შტატის მაცხოვრებელთა ხმებს კი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.
თითოეულ შტატს გააჩნია წინასწარ განსაზღვრული ქვოტა-სწორედ ამ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების. ქვოტა შტატების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით წესდება. მაგალითად , 40 მილიონიან კალიფორნიას 55 ხმა გააჩნია, 900 000 -იან დელავერის შტატს კი მხოლოდ 3.
დემოკრატების და რესპუბლიკელების კანდიდატებს შორის სხვაობა, როგორც წესი, 10% -ს არ აჭარბებს. თუმცა, იმ კანდიდატს, რომელიც ხმების მეტ რაოდენობას მოაგროვებს შტატებში, როგორ ამბობენ "ყველაფერი მიაქვს".
გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაში 50 შტატია, ამომრჩეველთა კოლეგიაში სულ 538 ხმა გროვდება და გამარჯვებულიც სწორედ ის ხდება,