ქსნის ციხის დირექტორი  თანამდებობას  აღარ დატოვებს

ქსნის ციხის დირექტორი თანამდებობას აღარ დატოვებს

ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ნუკრი ხუხუა  თანამდებობას აღარ დატოვებს.

მან პოსტიდან წასვლა რამდენიმე დღით გადაიფიქრა .

ხუხუას განცხადებით, არ სურს ვინმემ იფიქროს, რომ რამეშია დამნაშავე და გადადგა,  ამიტომ განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დაწესებულებაში მომუშავე გენერალური ინსპექცია პატიმრების ბრალდებებზე მოკვლევებს დაასრულებს.

„მუშაობას გენინსპექცია 3-4 დღეში დაასრულებს და ამის მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩემი წასვლით, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამნაშავე ვარ რამეში და პასუხისმგებლობას გავურბივარ და ამიტომ წავედი თანამდებობიდან. ამას ნამდვილად არ გავურბივარ და სწორედ ამიტომ - დაველოდები გენინსპექციის მუშაობის დასრულებას. დაწერილი პატაკი კი მაგიდაზე მიდევს“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.