ჟურნალ Film Print-ის მეექვსე ნომრის პრეზენტაცია

ჟურნალ Film Print-ის მეექვსე ნომრის პრეზენტაცია

დღეს, კულტურის სამინისტროში, ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ Film Print- ის მეექვსე ნომრის პრეზენტაციას გამართავს . ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. ახალი ნომრის რედაქტორები არიან კინომცოდნე და რეჟისორი - ირაკლი ჩხიკვაძე და დამოუკიდებელი ჟურნალისტი - ირინე ჟორდანია. 
ახალ ნომერში აქცენტირებულია  თანამედროვე ქართული კინემატოგრაფია და მისი პრობლემატიკა, კერძოდ - 2012 წლის კინოპროექტები: "Tbilisi my City", "20 წელი 12 თვე", "იასამნისფერი ალმანახი".
 ჟურნალში ასევე, მიმოხილულია ეროვნული კინოცენტრის 2012 წლის კონკურსებში გამარჯვებული მხატვრული ფილმების პროექტები. ახალ ნომერში გაშუქებულია ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ასევე კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეული თბილისში.
მკითხველი იხილავს გელა კანდელაკის და დიტო ცინცაძის ინტერვიუებს. გამოქვეყნებულია რეცენზიები მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმებზე და სტატიები თანამედროვე ტექნოლოგიებზე. 

Film Print-ის  მიზანია, ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ.
ჟურნალი ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.