აღდგება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან?

აღდგება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან?

აღდგება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან? რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საკუთარ ინიციატივას ახმოვანებს.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით,  აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.

„ეს ნაბიჯი ორ მეზობელ ქვეყანას შორის, ნდობის აღდგენის საშუალება იქნება, თუმცა ცნობილი ხდება,  რომ თუ რუსეთის ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში პოლიტიკურ წინაპირობებს წამოაყენებს,  თბილისი არც ერთ ასეთ წინაპირობას არ მიიღებს.  რატომ არ შეიძლება საქართველოს  ინტერესებიდან გამომდინარე,  პროექტები განვახორციელოთ რუსეთთან ურთიერთობებში? ეს არის, რა თქმა უნდა, რკინიგზა.  თუ რუსეთისთვის მისაღები იქნება ეკონომიკური პროექტი, ის აუცილებლად დააჯერებს აფხაზურ მხარესაც, მაგრამ აქ მთავარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და  თუ ამ დონეზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პოლიტიკის გარეშე მოვაგვარებთ ეკონომიკურ საკითხს, მე მწამს, რომ  აფხაზური მხარეც ჩაერთვება“, - განაცხადა  ზაქარეიშვილმა.