პრეზიდენტი პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენას თანხმებობას არ აძლევდა

პრეზიდენტი პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენას თანხმებობას არ აძლევდა

 კანონმდებლებს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ დარიგებიათ და ფინანსური დოკუმენტის მიღებას ხვალ ელოდებიან.

 როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა , ახალი მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის პარლამენტში წარდგენას პრეზიდენტი თანხმობას არ აძლევდა.

 მისი ვარაუდით, ალბათ, პრეზიდენტი პროექტს არ იზიარებს.

 "ალბათ, დოკუმენტს არ ეთანხმება და ამის გაკეთება მრჩევლების გავლენით არ სურდა, მაგრამ რაც მთავარია, საბოლოოდ დასთანხმდა" - დასძინა მან.

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მომავალი - 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ბიუროს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა.