საქართველოში დაბრუნებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტში არანაირი გადახარჯვა არ ყოფილა.
აღნიშნულის შესახებ, ახალაიამ რადიო „თავისუფლების“ ეთერში საუბრისას განაცხადა. „ბიუჯეტზე როცა ლაპარაკობენ, კონკრეტული რამე უნდა დაასახელონ. გადახარჯვა არ არსებობს. გვქონდა მთავრობასთან წინასწარი შეთანხმებები, რა დროს შეგვეძლო დამატებები მიგვეღო. წლის ბოლოს ველოდებოდით დამატებებს. არანაირ გადახარჯვას ადგილი არ ჰქონია და ბიუჯეტში როდესაც იხედებიან 1 დღით და რაღაცეებს ვერ იგებენ, 1 კვირით მაინც ჩაიხედონ. ამასთან, არსებობენ კადრები, ვინც აუხსნიან, რა და როგორ არის“,- განაცხადა ახალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უწყების ბიუჯეტში 113 მილიონი ლარია გარღვევა.