ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიჯო ბაიდენი თავისი „ლაფსუსებით“ ცნობილია, ამჯერადაც ჯო ბაიდენმა ჩვეულებას არ უღალატა და...თავისი შეფი ბარაკ ობამა ბილ კლინტონში აერია.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ ოჰაიოს შტატში ქალაქ ლეიკვუდში მოხდა. 1200 გამომსვლელი წინაშე, ჯო ბაიდენმა ჯერ რესპუბლიკელი მით რომნი აკრიტიკა, შემდეგ კი განაცხადა, რომ „ბილ კლინტონს Chrysler-ი არ გაუკოტრებია“. ამ შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტმა მით რომნის ვიდეომიმართვა იგულისხმა, სადაც რესპუბლიკელთა კანდიდატმა ბარაკ ობამა ამერიკელი მუშებისთვის სამუშაო ადგილის წართმევაში დაადანაშაულა, რადგან ობამამ Chrysler-ს ნება დართო Jeep-ების წარმოება ჩინეთში გადაეტანა.
თუმცა, მარტო ეს არ ყოფილა. ბაიდენმა, ოჰაიოს შტატში გამოსვლისას ორჯერ გაიმეორა „აქ, აიოვაში...“, ვირჯინიაში კი მომხრეებს მიმართა:„ჩვენ გამარჯვებას შევძლებთ, ჩრდილოეთ კაროლინელებო!“ კიდევ ერთი ლაფსუსი, რომელიც ბაიდენმა დაუშვა, გახლდათ ის, რომ მან 2012 წელი მე-20 საუკუნედ მოიხსენია.
ჯო ბაიდენის ყველაზე დიდ „ლაფსუსად“ კი ითვლება განცხადება რუზველტის და ტელევიზიის შესახებ. ბაიდენის განცხადებით, 1929 წელს ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი რუზველტი ტელევიზიით გამოვიდა და ამერიკელებს გასაგებად აუხსნა, თუ რით იყო გამოწვეული „დიდი დეპრესია“. 1929 წელს კი არც რუზველტი იყო პრეზიდენტი და ...არც ტელევიზია არსებობდა.