სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორი ნუკრი ხუხუა თანამდებობას ტოვებს.
როგორც ხუხუამ განაცხადა, გათავისუფლების შესახებ უკვე პატაკს ამზადებს.
„პატაკს ვწერ და თუ დამიკმაყოფილებენ, თანამდებობიდან მივდივარ" - განაცხადა მან.
ხუხუას გადადგომის მოთხოვნით სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში 2000-მდე პატიმარი შიმშილობს. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.