ჩინეთის კომპარტია პრემიერის ქონების გამოძიებას იწყებს

ჩინეთის კომპარტია პრემიერის ქონების გამოძიებას იწყებს

South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტია პრემიერის ვენ ცძიაბოს  ოჯახის შემოსავლების შესახებ გამოძიებას იწყებს.

რამდენიმე ხნის წინ The New York Times-მა ცძიაბოს ოჯახი „ საიდუმლო შემოსავლების“ არსებობაში „დაადანაშაულა“. გამოცემის თანახმად, პრემიერის ოჯახი 2,7 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, პრემიერის ოჯახის შემოსავლები კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცძიაბო ქვეყნის პრემიერი 1998 წელს გახდა. ცძიაბოს ქონება  პრემიერის დედის და მისი ახლო ნათესავების სახელზეა გაფორმებული.

South China Morning Post-ის განცხადებით, გამოძიება კომპარტიის იმ „კონსერვატიული შეხედულებების ელიტის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომლებიც პრემიერის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და პრემიერი ქონების საჯარო დეკლარირებაც მოითხოვეს. 

ჩინეთში The New York Times-ის ინტერნეტგამოცემის  სერვერი დაბლოკეს, გამოცემა კი „ცილისწამებასა და სიყვითლეში“ დაადანაშაულეს, პრემიერი კი გამოცემას სასამართლოთი დაემუქრა.