ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

შსს-ს ინფორმაციით, ასამბლეა მინისტერიალით გაიხსნა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა 100 -ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპოლის გენერალურ მდივანს შეხვდა, რომელმაც რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა უცხოელ კოლეგებთანაც გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით შეხვედრებზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა .

მისი თქმით, მას კოლეგებთან საუბარი ჰქონდა საქართველოს მიერ ძებნილი კრიმინალების დაკავებასა და გადმოცემაზეც რაშიც მან მხარდაჭერა მიიღო.

ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები შეეხებოდა პოლიციის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს , როგორიც ორგანიზებული დანაშაულია. ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორის ასევე ერთ-ერთი იყო კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრებში მონაწილეობენ ინტერპოლის წევრი 190 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლები: შინაგან საქმეთა მინისტრები, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები.

საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ასამბლეა ქალაქ რომში იმართება.