სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქსნის #15 დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, რომელთაც გეგმიური სამედიცინო დახმარების მიზნით გადაყავთ მსჯავრდებულები ი.კ. შესაბამისი პროფილის და დ.ბ. გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში.