ლუვრი თურქეთს უარით პასუხობს

ლუვრი თურქეთს უარით პასუხობს

ლუვრის დირექციამ კატეგორიული უარი განუცხადა თურქეთის მთავრობას კერამიკული პანოს დაბრუნების შესახებ, რომელიც ისლამის ხელოვნების განყოფილებაში ინახება. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ის არაკანონიერი გზებით მოხვდა ლუვრში და თურქეთს უნდა დაბრუნდეს.

Turkishnews.com-ის ინფორმაციით, ლუვრის დირექციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პანოს ყველა ფრაგმენტი საფრანგეთში მე-19 საუკუნის ბოლოს კანონიერი გზით შევიდა. ითვლება, რომ ეს ფრაგმენტები ეკუთვნოდა ხელოვნების ისტორიის სპეციალისტს გერმან ბატისტს, ამ ფაქტთან კი ლუვრს არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება ისლამის ხელოვნების კოლექციას, ის ყველა საერთაშორისო,  მათ შორის იუნესკოსს კონვენციის ნორმების დაცვით ინახება.

კერამიკული პანო ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ნიმუშს წარმოადგენს. მისი ფრაგმენტები ოდესღაც სელიმ მე-2ის, მურად მე 3-ის სასახლეებს, სულთან მუჰამედ 1-ის ბიბლიოთეკას და ფილა ფაშას მეჩეთს  ამშვენებდა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, პანის ფრაგმენტები ქვეყნიდან არაკანონიერი გზებით მე-19- 20 საუკუნეებში გავიდა.