ამერიკული ტაბლოიდების ცნობით, დემი მურ ლეონარდო დიკაპრიოს დაბრუნებას ცდილობს. მსახიობები ერთმანეთს 15 წლის წინ ხვდებოდნენ, მაგრამ მაშინ ლეო ახალგაზრდა დამწყები მსახიობი იყო, დემი კი წარმატებული ქალი. ურთიერთობა არ შედგა, დემი ეშტონ კაჩერზე დაქორწინდა, მათი ცნობილი განქორწინების შემდეგ კი, როგორც ჩანს, 50 წლის მსახიობს გული ისევ ლეონარდოსკენ მოუბრუნდა. როგორც ყვითელი პრესის წყაროები იუწყებიან, დემი ლეონარდოს მოსვენებას არ აძლევს, დღეში მილიონ წერილს უგზავნის, როგორც ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე პირად ტელეფონზეც. იგივე წყაროს განცხადებით, ლეონარდო ყველანაირად არიდებს თავს დემი მურთან ურთიერთობის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინ, მისით აღფრთოვანებას არ მალავდა.
ამ ინფორმაციის, პარალელურად ვრცელდება ჭორი, რომ ლეონარდო თავის 23 წლის შეყვარებულს „ვიქტორია სეკრეტის“ ქერათმიან ანგელოზს, ერინ ჰიზერტონს, ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაშორდა.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არჩევანი ლეონარდოზეა, იქნებ მართლა შეძლოს 50 წლის დემი მურმა, „ვიქტორია სეკრეტის“ ახალგაზრდა ანგელოზს მამაკაცი წაართვას.