დღეს, 13:00 საათზე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე For.ge-ს პრესკლუბში გამართავს პრესკონფერენციას მოწმეებთან ერთად და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს განცხადებებით აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები შემდეგ ფაქტებზე:
1) 26 მაისის მიტინგის დარბევის ფაქტებთან აღმოჩენილ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით,მოვითხოვთ, სისხლის სამართლის კოდექსის 20- ზე მეტი მუხლით, დაიკითხონ და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები,
2) დავით ბეჟუაშვილთან დაახლოებული პირები, რომლებიც გამოძიებას მისცემენ ჩვენებებს, თუ ძალადობის გამოყენებით, როგორ აიძულეს ბიზნესმენს დაეთმო ცემენტის ბიზნესი. გაიშიფრება ბეჟუაშვილის დანაშაულებრივი, სკანდალური სქემა იმის შესახებ თუ რა უკანონო გზებით ჩაიგდო მან ხელში საქართველოში არსებული ცემენტის ბიზნესი.
3) პიროვნების ჩვენება, რომელიც ყოფილ მთავარი პროკურორის მოადგილეს და ამჟამად პარლამენტარ დავით საყვარელიძეს ადანაშაულებს მისგან 70000 ა.შ. შ. დოლარის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით.
4) ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია და მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურორს მიმართავენ განცხადებით დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტარ როლანდ ახალაიას მიმართ, დავით ქანთარიას ორჯერ უკანონოდ დაპატიმრების და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებზე.
5) განცახდება ეხება დავით ბეჟუშვილის და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გია მესტვირიშვილის მიერ თეთრიწყაროს რაიონში არჩევნების გაყალბების ფაქტებს.
6) ბაჩო ახალაის მხრიდან მეწარმისაგან თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით, ვითხოვთ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
საკონტაქტო ტელეფონი: 593 15 55 00