ამერიკის ელჩის სომხეთში ჯონ ჰეფერნის განცხადებით, დაუშვებელია იმ ქმედების განხორციელება, რის შესახებაც ინფორმაცია აზერბაიჯანმა გაავრცელა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უკვე მერამდენედ გააკეთა განცხადება, რომ ის სომხეთის სამოქალაქო თვითმფირნავებს ჩამოაგდებს.
„როგორც ეუთოს- მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნის წარმომდგენელი, ორივე მხარეს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. რაიმე ქმედების განხორციელება სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ, დაუშვებელია“,-განაცხადა ჰეფერნმა.
სტეფანაკერტის აეროპორტი ექსპლუატაციაში უკვე ჩაშვებულია, თუმცა ფრენები ჯერ არ დაწყებულა. ამ ქმედებამ აზერბაიჯანში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. აზერბაიჯანიდან ხშირად ისმის მუქარები, რომ ყველა თვითმფრინავს, რომელიც აეროპორტიდან ფრენას შეასრულებს, „აზერბაიჯანული მხარე ჩამოაგდებს“.
ჯონ ჰეფერნმა ასევე განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ნატო ვერ ჩაერთვება, რადგან მოლაპარაკებები ეუთო-ს ეგიდით მიმდინარეობს.