აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემით ისარგებლეს

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემით ისარგებლეს

 საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემით ისარგებლეს.

აშშ-ის საელჩოდან ცნობით, დალუქული ხმები აშშ-ში მათ ფოსტით და საკონსულო განყოფილების საშუალებით გააგზავნეს.

ამასთან, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებთან ერთად აშშ-ის არჩევნების შედეგების გამოცხადებას 7 ნოემბერს, საარჩევნო წვეულებაზე დაელოდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირ ეთერში თბილისის დროით 7 ნოემბრის 09:00 საათისთვის გამოცხადდება, მას შემდეგ, რაც აშშ-ში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება. ყველაზე გვიან ხმის მიცემას კალიფორნიის შტატი ასრულებს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ გაიმართება. პრეზიდენტობისთვის „დემოკრატი" ბარაქ ობამა და „რესპუბლიკელი" მიტ რომნი იბრძვიან. სოციოლოგიური გამოკითხების თანახმად, მათ არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. წინასწარი ხმის მიცემის შედეგებით კი ჯერჯერობით ბარაქ ობამა ლიდერობს.