კრემლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარს დაეხმარება

კრემლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარს დაეხმარება

ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია სკრუპულოზურად შეისწავლის იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III -ის თხოვნას, რომელმაც დახმარებისთვის რუსეთის და ამერიკის ლიდერებს მიმართა. ამ განცხადებას პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი  "commersant FM" -სთან აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იერუსალიმის წყალმომარაგების კერძო კომპანიამ აღდგომის ტაძრის ანგარიშები გაყინა, რადგან ტაძარს წყლის გადასახადის 2,4 მილიონი დოლარის დავალიანება დაუგროვდა. ტაძარი დახურვის პირასაა .

ორი დღის წინ იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III -ემ წერილები გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს და ბარაკ ობამას და სთხოვა აღდგომის ტაძარს დაეხმარონ.