ესპანეთში 4 833 000 ადამიანი უმუშევარია

ესპანეთში 4 833 000 ადამიანი უმუშევარია

ოქტომბრის თვეში ესპანეთში უმუშევართა რაოდენობა 2,7 %-ით გაიზარდა და 128 000 -ით მოიმატა. ამ მონაცემებს დღეს ესპანეთის შრომის სამინისტრო აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, 5 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევარია 4 833 000 ადამიანი. ტურისტული სეზონის და სასოფლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ეს პრობლემა მარიანო რახოის მთავრობას კიდევ უფრო სერიოზულად დაუდგა.

სტატისტიკის ეროვნული ინფორმაციის მონაცემებით კი, დღეისთვის ესპანეთში სამუშაოს მაძიებლად 5 800 000 ადამიანი ითვლება. ეს მონაცემები ესპანეთისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელია.

.