მსჯავრდებულის მიერ, თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა ყელი გამოიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედას შვილმა დაურეკა, რომ ყელს იჭრიდა. ამის შემდეგ, მსჯავრდებულმა დავით მინასოვმა ტელეფონი მიაწოდა სხვა მსჯავრდებულს რის შემდეგაც დედამ გაიგო ხმა: „ყელი გამოიჭრა“.
ე.წ. კრიტში პატიმარმა დავით მინასევმა ყელი გამოიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულის დედაც ადასტურებს.
რამდენიმე წუთის წინ, ციხეში რეფერალური დახმარების ცენტრის სასწრაფო შევიდა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.